“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა
მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.
ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ “სამეფო კლუბი” მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდება 28 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შემქნილ სიტუაციას და თუ პოგბა “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, “რეალი” ფრანგი ნახევარმცველის უსასყიდლოდ დამატებას შეეცდება. ცნობისათვის, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პოგბას შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. ინგლისურ კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ფრანგი ნახევარმცველით ტურინის “იუვენტუსი” და “პარი სენ-ჟერმენიც” არიან დაინტერესებულნი.
პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.