ოლივერმა დაასახელა მოთამაშე, ვისი მონაწილეობით მატჩების განსჯა ყველაზე მეტად უჭირდა
ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა დაასახელა ის ფეხბურთელი, რომლის მოედანზე ყოფნის დროსაც ყველაზე მეტად უჭირდა მსაჯობა.
“როდესაც მინდორზე კრეიგ ბელამი იყო, მსაჯობა განსაკუთრებით რთულდებოდა. ცნობილია, რომ ზოგიერთი გუნდის მონაწილეობით მატჩის განსჯა ძნელია. ძირითადად ეს ის გუნდები არიან, რომლებიც ვერ იმარჯვებენ და მარცხს არიან მიჩვეულნი. შესაბამისად, მათი უკმაყოფილების დონე ყოველთვის მაღალია.
თუ ერთი კონკრეტული მოთამაშე უნდა დავასახელო, კრეიგ ბელამს გეტყვით. მე მას ორი-სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. “ნიუკასლის” ფანი ვარ და მინდოდა, რომ მას ჩემს საყვარელ გუნდში ეთამაშა, ვინაიდან ის ბუნებით გამარჯვებულია, თუმცა მსაჯობის მხრივ ბელამისთან ერთად მოედანზე ყოფნა ნამდვილი კოშმარი იყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში გეკამათებოდა. თუ რამეზე ეტყოდი, რომ შავია, ბელამი აუცილებლად გიპასუხებდა, რომ თეთრია”, – მაიკლ ოლივერის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ კრიგ ბელამიმ მოთამაშის კარიერა 2014 წელს დაასულდა. მას სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში პრემიერლიგის 294 მატჩში 81 გოლი აქვს გატანილი.