ედი ჰაუმ მიზანში “პარი სენ-ჟერმენის” მცველის ტრანსფერი ამოიღო
“ნიუკასლ იუნაიტედში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულმა ედი ჰაუმ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის პირველი სამიზნე უკვე შეარჩია. “ბორნმუთის” ყოფილ თავკაცს გუნდში აბდუ დიალოს ხილვა სურს.
როგორც იცით, მას შემდეგ, რაც “ნიუკასლი” მილიარდელებმა შეიძინეს, გუნდის დამრიგებელი სტივ ბრიუსი დაითხოვეს. “კაჭკაჭებს” ამ დროისთვის ძალიან ცუდი შედეგი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფებიან 5 ქულით.
არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო კლუბის ახალი მფლობელები მზად არიან, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურონ. პირველი, ვის გადაბირებასაც ისინი შეეცდებიან სწორედ აბდუ დიალო გახლავთ.
აბდუ დიალო მაურისიო პოჩეტინოს გუნდში ძირითადად მარცხენა მცველის მოვალეობებს ასრულებს, თუმცა ძირითადის ფეხბურთელი არ გახლავთ. მასზე მეტად პოჩეტინო ხუან ბერნატსა და ნუნო მენდეშს ენდობა.