მიულერი: “ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი”
ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზიორის გამოვლენამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.
“ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი. მან სრულად დაიმსახურა ეს პრიზი. ნახეთ, რას აკეთებს ეს კაცი პოლონეთის ნაკრებში. ეს ტოპ-კლუბში თამაშზე გაცილებით უფრო რთული რამ არის.
რა თქმა უნდა, ესპანეთში შეიძლება თქვან, რომ ბენზემასაც ძალიან კარგი წელი ჰქონდა. ლევიმ ყველაფერი მოიგო “ბაიერნთან” ერთად, გასულ წელს ეს პრიზი არ მისცეს, თუმცა არ გაჩერებულა და კიდევ უფრო შედეგიანი წელი ჰქონდა.
ინდივიდუალურ დონეზე ასეთ პრიზს არცერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ისე, როგორც რობერტ ლევანდოვსკი,” – განაცხადა მიულერმა.