რანგნიკი 10 მილიონს მიიღებს, თუ ჰოლანდს ტრანსფერზე დაიყოლიებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ორი მთავარი ცენტრალური თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ (36) და ედინსონ კავანი (24), უკვე ასაკში იმყოფებიან. ამას ხაზი პოლ სქოულზმაც გაუსვა. აქიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედის” პრიორიტეტი გუნდში ახალგაზრდა ერლინგ ჰოლანდის გადმობირებაა.
Bild-ის მიერ მოპოვებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჰოლანდის ტრანსფერის განსახორციელებლად რალფ რანგნიკის გამოყენებას გეგმავს. რალფს გუნდში ერლინგ ჰოლანდთან ერთად ტიმო ვერნერის, კრისტოფერ ნკუნკუს ან ამადუ ჰაიდარას ხილვაც სურს.
“წითელი ეშმაკები” მზად არიან, რომ გერმანელ სპეციალისტს 10 მილიონი ევრო გადაუხადონ ბონუსის სახით იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდს ტრანსფერზე დაიყოლიებს. შეგახსენებთ, რომ რანგნიკი “რედ ბულ ზალცბურგშიც” მუშაობდა, საიდანაც ჰოლანდი მთელმა საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა ბუნდესლიგის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.