უსმან დემბელეს ტრანსფერით კიდევ ერთი ინგლისური გრანდი ინტერესდება
“ბარსელონას” ნახევარმცველმა, უსმან დემბელემ, ლონდონის “ტოტენჰემის” ყურადღება მიიპყრო.
Mundo Deportivo-ს მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონელთა დირექტორი ფაბიო პარატიჩია დაინტერესებული. პარატიჩი “სპურსში” გადასვლამდე “იუვენტუსში” მუშაობდა და ტურინშიც ცდილობდა დემბელეს გადაბირებას.
სლოვენიურ კლუბ “მურასთან” მარცხის შემდეგ “ტოტენჰემის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, პრესასთან ღიად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამინდდელი გუნდი მაღალ დონეს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ლონდონული კლუბის ხელმძღვანელებს ამ ვითარების გამოსწორება სურთ.
“ბარსელონაში” უსმანს კონტრაქტის გასახანგრძლივებლად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მის გაყიდვას აპირებენ. “ტოტენჰემის” გარდა დემბელეს გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ნიუკასლ იუნაიტედი” გამოთქვამენ.