ბოატენგი: “მეტი რა უნდა ექნა ლევის, ცენტრიდან უნდა გაეტანა გოლები?”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, პრესასთან საუბრისას ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზის ლეო მესისთვის გადაცემაზე გააკეთა კომენტარი. ჟერომი თვლის, რომ ამ ჯილდოს მესიზე მეტად რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა.
“თუ შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი ფეხბურთის ტალანტია, რა თქმა უნდა, მხოლოდ მესის ან რონალდუს უნდა გადასცენ ეს პრიზი. მაგრამ თუ ტიტულებსა და სტატისტიკას მივიღებთ მხედველობაში, მაშინ სხვაგვარ შედეგებს მივიღებთ.
ძალიან მეწყინა, ლევანდოვსკიმ რომ ვერ მოიგო ოქროს ბურთი. ის ამას ძალიან იმსახურებდა. 2013 წლის შემთხვევა გამახსენდა, როდესაც ფრანკ რიბერიმაც ვერ მოიგო. ძალიან სამწუხაროა. მეტი რა უნდა ექნა ლევის, ცენტრიდან უნდა გაეტანა გოლები?
რა თქმა უნდა, ეს ლევანდოვსკის მიწასთან ვერ დაანარცხებს, მაგრამ დიდი იმედგაცრუება იქნება. რამდენადაც მე მას ვიცნობ, მჯერა, რომ ამ ემოციას მოტივაციისთვის გამოიყენებს,” – აცხადებს ბოატენგი.