არჩილ ბერიძე: “ლადო დვალიშვილი საუკეთესო შენაძენია”
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ ვლადიმერ გუცაევის “საფეხბურთო ტაიმ-აუტში” გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
“2022 წელს “დინამოს” ბიუჯეტი ორჯერ გაიზრდება. ჩემი და სამეთვალყურებო საბჭოს მთავარი საქმე ფინანსების მოზიდვაა. წინ ბევრი სიუპრიზი გველოდება და გუნდი აუცილებლად გაძლიერდება. სტაბილურობისთვის და ყოველწელს ევროტურნირებზე გასასვლელად 15-20 მილიონი დოლარია საჭირო, ჯერ ჩვენ ამისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ამისკენ მივდივართ”
“2018 წელს ერთ ჯგუფს სპონსორობაზე ვესაუბრებოდით და გვითხრეს, 10 ათას ლარად წამოვალთო. უარი ვთქვით. დღეს ერთ-ერთ კომპანიას გენერალურ სპონსორობაზე 3.5 მილიონ ლარად ველაპარაკებით”
“ლადო დვალიშვილი სპორტული დირექტორის პოსტზე საუკეთესო შენაძენია. მას ჩემგან სრული მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ბერიძემ.
ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიგეს და ქვეყნის სახელს ჩემპიონთა ლიგაზე წარადგენენ.