ჩავი: “დღეს ახალი ეპოქა იწყება”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბაიერნთან” განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, კატალონიელებმა E ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებენ.
“ბაიერნმა” აშკარად გვაჯობა. ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია. ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ. დღეს ახალი ერა, ახალი ეტაპი იწყება. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ და არსებულ სიტუაციას განვიცდი. მე ეს კლუბი მიყვარს.
ახლა ჩვენი რეალობა ისაა, რომ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ეს ტურნირი უნდა მოვიგოთ. “ბარსელონას” მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა. ევროპის ლიგაზე თამაში მოვლენების საუკეთესო განვითარება არ არის, მაგრამ…
ჩვენ “ბაიერნის” დონის გუნდი არ ვართ. იმედი მაქვს, მომავალში უკეთესად თამაშს შევძლებთ. ბევრს ვიშრომებთ იმისათვის, რათა “ბარსელონა” დაბრუნდეს”, – ციტირებს ჩავის სიტყვებს “მარკა”.