ჩავიმ “ბარსაში” წმენდა უნდა დაიწყოს – ვინ დატოვებს გუნდს?
კატალონიის “ბარსელონა” პირველად 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.
ფაქტია, ჩავის მოსვლის შემდეგ შედეგების და თამაშის მხრივ რეალურად ბევრი არ შეცვლილა, გუნდი კიდევ უფრო ჩამოშორდა ლა ლიგაში “რეალს”, 1/8 ფინალი კი მათ გარეშე ჩაივლის. დროა, ჩავიმ რადიკალური ზომები მიიღოს და კლუბიდან საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გაუშვას.
მათ შორის, მინგეზა, კოუტინიო, დემბელე, ლენგლე, უმტიტი, დესტი და ლუკ დეიონგი. “ბარსას” აუცილებლად სჭირდება გამტანი თავდამსხმელი, რომელიც დეპაის აგრძნობინებს, თუ რა გუნდში თამაშობს. დიდი ხანია ტერ შტეგენი სრულიად უკონკურენტოა და ეს მის თამაშისს ხარიხსაც დაეტყო. საჭიროა, გერმანელსაც ძლიერი კონკურენტი ჰყავდეს და მუდმივად ფორმაში იყოს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩავის საკმაოდ შეზღუდული ფინანსები ექნება და შესაძლოა, იჯარით დამატებები საუკეთესო გამოსავალი გამოდგეს. ლეგენდას წინ ძალიან დიდი სამუშაო აქვს.