გურიაში ფეხბურთელებმა და ფანებმა მსაჯი არ დაინდეს (ვიდეო)
რეგიონლიგის ბოლო შეხვედრაში ოზურგეთის “მერცხალი” აბაშის “ზანას” 1-0 ამარცხებდა, როცა მსაჯმა “მერცხალის” კარში პენალტი დანიშნა.
მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო, მაგრამ გვერდითა მსაჯის მითითებით, მეკარემ დარტყმისას ხაზს გადააბიჯა და პენალტი თავიდან დაინიშნა, რაზეც განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ფეხბურთელების ერთ ნაწილს ჰქონდა. თითქოს ყველაფერი მშვიდდებოდა, როცა არბიტრთან “მერცხალის” მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი მივიდა, მაგრამ მოედანზე მალევე გულშემატკივარიც გამოჩნდა.
მსაჯს მოუწია თავი აგრესიული პიროვნებებისგან სირბილით დაეცვა, რომლებთაც მისი ფიზიკურად გასწორება სურდათ. საბოლოო ჯამში, სიტუაცია განიმუხტა და განმეორებითი პენალტი გავიდა. დაპირისპირებას მხოლოდ 1 ფეხბურთელის გაძევება მოჰყვა.
მატჩი 1-1 დასრულდა და ოზურგეთელებმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.
ვიდეოს ადგილობრივი ტელევიზია “გურია ტვ” ავრცელებს.