ორი კალაძე – 2 ავტოგოლი VS 2 ჩემპიონთა ლიგა
კახა კალაძე უდავოდ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. ბოლო გამოკითხვებით, კალაძე, როგორც პოლიტიკოსი, მოსახლეობის 55%-ს პროცენტს მოსწონს, რაც მას რეიტინგში პირველ ადგილზე აყენებს.
კალა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და თანაც ორჯერ. “მილანში” ლეგენდების გვერდით 10 წელი თამაშობდა და 194 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2010 წელს “ჯენოაში” გადავიდა და 2010/11 წლებში სერია ა-ს მე-2 საუკეთესო მცველად დასახელდა ტიაგო სილვას შემდეგ. მის გამოსამშვიდობებელ მატჩში მალდინიმ, ინძაგიმ, ვიერი, შევჩენკომ, სერჟინიომ და სხვა ლეგენდებმა მიიღეს მონაწილეობა. მისი მოწვევით კრიშტიანო რონალო “დინამო თბილისის” აკადემიის გახსნას დაესწრო. კახას ევროპულ ფეხბურთში დიდი ავტორიტეტი აქვს.
2009 წლის 5 სექტემბერი – საქართველო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიის ნაკრებს უპირისპირდება. კალაძემ ზუსტად 11 წუთში ორი ავტოგოლი გაიტანა. მატჩი 2-0 დასრულდა და ამ ავტოგოლებმა მის საფეხბურთო კარიერას დიდი დაღი დაასვა. აბრალებდნენ, რომ მოისყიდეს, თამაში გაყიდა და იტალიელებს გაურიგდა. ნაკრებში 83 მატჩი ჩაატარა და ბოლო წლები, მათ შორის, იტალიასთანაც გუნდი კაპიტნის რანგში გაიყვანა.
ფაქტია, კალაძის დონის საკლუბო კარიერა არცერთ ქართველს არ ჰქონია, თუმცა მე-2 მხრივ ორი ავტოგოლია, რომელმაც ბევრისთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვა.
და მაინც, გადაწონის კახის კარიერაში 2 ჩემპიონთა ლიგა 2 ავტოგოლს?