დავითაშვილი: ‘ვნახე კომენტარები, წერდნენ – როგორ წაიყვანა ჯუღელმაო…’
საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთეს გუნდში გადასასვლელად მას უკეთესად თამაში ესაჭიროება.
“მე და ხვიჩას, ორივეს გვსურს ევროპაში და მაგარ გუნდში თამაში. კვარას სხვანაირი სიტუაცია აქვს, წასვლა უნდა და უკვე დამტკიცებული აქვს სანამ წახვალ, ეს ყველაფერი ხალხმა უნდა გაიგოს, წინა სეზონში როგორ იყავი. ვნახე კომენტარები, როგორ წავიდა ტულაშიო, როგორ წაიყვანა ჯუღელმაო. მე არ მითამაშია გასულ სეზონში კარგად, ეს რაც იყო, ნორმალურია და ვეცდები რომ ტრამპლინად გამოვიყენო. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, უფრო მეტად ვარ მოწადინებული და გავიზარდე, როგორც პროფესიონალი”, – განაცხადა დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან”.
დავითაშვილისა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელია.