HullDaily: “ჰალ სიტის” რუსი მთავარი მწვრთნელი ეყოლება”
HullDaily, რომელიც “ჰალ სიტის” არაოფიციალური ვებ-გვერდია , გუნდში დიდი ცვლილებების და აჯუნ ილიჯალის მოსვლასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
აჯუნ ილიჯალი თურქი ბიზნესმენია, რომელმაც “ჰალ სიტი” შეისყიდა და გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი. როგორც იცით, ილიჯალი “ჰალში” შოთა არველაძეს მთავარ მწვრთნელად იწვევს. HullDaily ამ საკითხსაც გამოეხმაურა.
“შოთამ ბოლოს ინგლისთან დაკავშირებულ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ საჭირო განმარტებები მაშინ გაკეთდებოდა, როცა ამის საჭიროება დადგებოდა. კიდევ ერთხელ, ეს არის იმ მენეჯერის პასუხი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ ინგლისურს სწავლობს. მოვიცადოთ და ვნახოთ რას იზამს რუსეთში დაბადებული ყოფილი თავდამსხმელი” – წერს ინგლისური გამოცემა.
ჩვენ უკვე მივწერეთ ამ გვერდს, თუმცა ფაქტია, არველაძეს თავიდან მოუწევს ინგლისში ყველგან დააფიქსიროს რომ ქართველია და საქართველოშია დაბადებული და არა რუსეთში.