ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში – როგორ ემზადება “მარგვეთი” ახალი სეზონისთვის
“მარგვეთი 2006”, რომელმაც მე-4 ლიგის წითელ ჯგუფში 29 ქულა აიღო და მე-4 ადგილი დაიკავა, შეკრებაზე წავიდა და შეკრების მე-2 დღის ფოტოებს ავრცელებს.
“მარგვეთის” გვერდზე ვერ ნახავთ ვარჯიშს ამსახველ კადრებს, მაგრამ შეხვდებით სუფრის ფოტოებს, როგორც პირველი, ისე მე-2 დღის.
პირველი დღე ასე დაიწყო
“მარგვეთის” ადმინისტრაციის თანამშრომელი დიმიტრი მაღრაძე გვერდის კომენტარებში წერს: “ჩვენ აბსოლუტურად არავინ გვეხმარება, მთლიანად ფონდის გამოყოფილ ფულზე ვართ დამოკიდებული. შარშან ბიჭებმა გმირობა ჩაიდინეს, მხოლოდ სამი თვე მიიღეს ხელფასები, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 150 ათასიან დაფინანსებაში მოხვდნენ, საიდანაც მხოლოდ 60%-90 ათასი ლარი შეგვიძლია ხელფასებში გავცეთ. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომელი არ აიღებს აქედან ხელფასს და ეს თანხა მთლიანად ფეხბურთელების ხელფასებში წავა. მთელი სეზონის განმავლობაში ექნებათ სტაბილური, მე-4 ლიგისათვის შესაბამისი ხელფასი. შარშან დახმარებისათვის რომ მივმართეთ ზესტაფონელ ბიზნესმენებს, ერთმა 500 (ხუთასი) და მეორემ 1500 (ათას ხუთასი) ლარი ჩაგვირიცხეს, მეტი თავი არავის შეუწუხებია. სამწუხაროდ, გარედან დახმარების გარეშე ჩვენ მეტი არ შეგვიძლია.”
ამასთანავე მაღრაძე ამბობს: “საქართველოში ყველა დიდი საქმე სუფრით იწყებოდა და სუფრით მთავრდებოდა!”