ვინ არის ფაბრიციო რომანო? მოფლიოში ნ1 პირველი სპორტული ჟურნალისტი
იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო დღეში დაახლოებით 50 ზარს ახორციელებს, ამოწმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებს და კლუბების შტაბებს, ესაუბრება საფეხბურთო აგენტებსა და გუნდების დირექტორებს.
ფაბრიციო რომანო 28 წლის იტალიელი ჟურნალისტია, რომელმაც ყველაზე სწრაფად, აკურატულად და სანდოდ იცის ინფორმაცია ტოპ ჩემპიონატებში მომხდარი ტრანსფერებისა და საუბრების შესახებ.
რომანოს მიერ დაწერილი სიახლეების უდიდესი ნაწილი მალევე სრულდება და მისი სტილია, რომ არასდროს გამოაქვეყნოს ისეთი რამ, რაშიც 100%-ით არ არის დარწმუნებული.
ინსინიეს “ტორონტოში” გადასვლის შესახებ პირველად ინფორმაცია ფაბრიციომ გაავრცელა და სწორედ მან დაასრულა.
It’s not official until @FabrizioRomano says the magic words… 𝙃𝙀𝙍𝙀. 𝙒𝙀. 𝙂𝙊!
Benvenuto a Toronto, Lorenzo Insigne 🇮🇹@Lor_Insigne | #TFCLive pic.twitter.com/2Ved7P4SZF
— Toronto FC (@TorontoFC) January 8, 2022
ვიდეოში ფაბრიციო იწყებს შემდეგი სიტყვებით: “Here we go” – ანუ ახლა რაღაც იწყება. სწორედ ეს სიტყვები გახდა ფაბრიციო რომანის საფირმო ნიშანი. პირველად, “მანჩესტერ იუნაიტედში” პოგბას ტრანსფერის დროს გამოიყენა და მას შემდეგ ბრენდია. რომანომ თავისი თავი თვითონვე შექმნა და დღეს Twitter-ზე 6.3 მილიონი, Instagram-ზე 5.5 მილიონი, Facebook-ზე 4.4 მილიონი, Youtub-ზე კი 500 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ქართველი ფეხბურთელების შესახებ ფაბრიციოს მხოლოდ ერთხელ აქვს ნათქვამი და ისიც ხვიჩა კვარაცხელიაზე, თუმცა ეს უფრო შეფასება იყო, ვიდრე ინფორამცია: “ხვიჩა კვარაცხელია “რუბინიდან” – არ ვიცი, ზუსტად გამოვთქვამ თუ არა. 3 თვის წინ შევხვდი ადამიანს, რომელმაც მითხრა – “ფაბრიციო, შეხედე ხვიჩა კვარაცხელიას”. მე ვნახე მისი თამაში და შემიძლია ვთქვა, კლუბი, რომელიც ამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუფორმებს, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს შეიძენს. დიახ, ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტს! მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა – ძალიან დიდი შთაბეჭდილება!” , – განაცხადა მან.
ფაბრიციოს წყაროდ იყენებს მრავალი გამორჩეული სპორტული გამოცემა და ამჟამად, მუშაობს Sky Sport-ისთვის და Guardian-ისთვის. წარმოიდგინეთ, ის არის, როგორც მინი რაიოლა, თუმცა რაიოლასგან განსხვავებით ფანებს ძალიან უყვართ, რაიოლას კლიენტურა მაინც შეზღუდულია, ხოლო, რომანოს გვერდებზე ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელის შესახებ შეხვდებით. ის დღეს ნ1 პირველია თავის საქმეში.
შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფაბრიციოს ან თუ დრო არ გაქვთ, ჩვენ, Fanebi.com-ს, რომლის ჯგუფიც დღეში 10-ჯერ ამოწმებს ფაბრიციოს გვერდებს და ყველაზე ზუსტ და სწრაფ ინფორმაციას გაწვდით თქვენ.