კონსტანტინ მარადიშვილი: “ჩახოხბილი ძალიან მიყვარს”
მოსკოვის “ლოკომოტივის” 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშზე და ქართულ ფესვებზე საუბრობს.
“დედაჩემს შეუძლია ქართული კერძების გაკეთება. ჩახოხბილი ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით საქართველოში ჩასვლა ვერ მოვახერხე. 2 წელია პანდემია დაიწყო და გართულებულია ქვეყნებს შორის გადასვლა, პლუს, თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. ვიმედოვნებ უახლოეს მომავალში შევძლებთ, ძალიან მინდა საქართველოში”
“ქართული არ ვიცი და მისი სწავლაც საკმაოდ რთულია. ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. ადრე 2 ვარიანტს განვიხილავდი – საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში სულ მიძახებენ. ამ მომენტში არავითარი აზრი არ აქვს საქართველოში თამაშზე საუბრობს. მაგრამ მსურს ყველა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო – სულ მწერენ და მეძახიან რომ მათთვის ვითამაშო. ”
მარადიშვილს რუსეთის პირველ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია და თეორიულად, ჩვენთან თამაში ჯერ კიდევ შეუძლია.
“არ მსურს წინასწარ საუბარი, არავინ იცის რა მოხდება. ახლა “ლოკოზე” და ახალგაზრდულ ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული” , – განაცხადა კონსტანტინმა საპასუხოდ.
მარადიშვილს მამა ქართველი ჰყავს, დედა რუსი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მასთან სცადა კონტაქტის დამყარება, საქართველოს ნაკრებშიც თამაში შესთავაზა, მაგრამ მაშინ მარადიშვილმა უარი განაცხადა.