პაპუნაშვილის პირველი ინტერვიუ: “მქონდა ვრცელი საუბარი…”
26 წლის გიორგი პაპუნაშვილმა “ტორპედოში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“მადლობას გადავუხდი ხელმძღვანელობას, მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს. ჩვენ გვქონდა ვრცელი საუბარი სამომავლო გეგმებზე, როგორ უნდა განვითარდეს “ტორპედო”, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ ძირითად ბირთვს ქუთაისის “ტორპედოს” და მოხარული ვარ, ამ გუნდის წევრობით.”
“ვიცი და ვადევნებ შორიდან თვალყურს. ჯერ აქ მომიწია ბევრი თამაში და ვნახე, თუ როგორ უყვართ “ტორპედო”, როგორი გულშემატკივრობა აქვთ და იმედია გვერდში დაგვიდგებიან, რადგან ახალი გუნდი ვართ, ახალი მიზნებითა და ამბიციებით”
“დღევანდელი ბირთვი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეგვიძლია ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის, თასისთვისა და ევროტურნირებზე გასასვლელად”, – განაცხადა პაპუმ.
გიორგი თბილისის “დინამოს” აღზრდილია, უთამაშია ბრემენის “ვერდერის” მე-2 გუნდში, “სარაგოსაში”, “რასინგსა” და “აპოლონში”.