ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა.
“ჩემი ოჯახის წევრია, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარია. 13-14 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ. ის მაქცევდა საფეხბურთო ყურადღებას. მარტივ რამეს გეტყვით. აგენტთან როცა მიდიხართ და ის შენი აგენტი ხდება, ყველა ფეხბურთელი კონტრაქტს აწერს ხელს. მე არ ვიცი ერთი მოთამაშეც კი, რომელიც მამუკასთან არის, კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდეს. იმდენად მეგობრული ურთიერთობა და ნდობაა, ეს ჩვენთვის უბრალო ფურცელია”
“ყველა ხედავს, რომ “ლოკომოტივიდან” წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ მე, მამუკა და ჩემი ოჯახი ვიყავით ამ გადაწყვეტილების მხარეს, უდიდესი ზეწოლაც, მაგრამ ფაქტია, სწორად ვქენით. შესაძლოა სხვა შემთხვევაში, ამდენად არ გამოვჩენილყიავი და ამდენი სათამაშო დრო არ მქონოდა”
“კარიერული თვალსაზრისით, მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”
“ბოლოს მამუკას ყველაზე მეტად “იუვენტუსთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა “იუვენტუსში” ხელმძღვანელობა შეიცვალა და არ გამოვიდა”
“ბოლო დროს აღარც ვეკითხები რომელიმე გუნდის ინტერესის შესახებ, რადგან ამან ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ვიცი, რომ მამუკა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესოს იზამს”
ამ ინტერვიუდან 5 თვეში კვარა “ნაპოლიში” წავიდა.