რონალდო: “რომარიო ნაბი*ვარი იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა..”
ლეგენდარულმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების საოცარ თავდამსხმელზე, რომარიოზე ისაუბრა.
“მე ბევრი ვისწავლე რომარიოსგან და ბებეტოსგან. ისინი ჩემთვის ინსპირაციას წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რომარიო ნაბი*ვარი იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა მისი ბუცები გაეწმინდათ ან მისთვის ყავა მოეტანათ. რამდენიმე წლის შემდეგ, 1997 წელს მე უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, Ballon d’Or მოგებული მქონდა და კოპა ამერიკაზე ვარჯიშის დროს რომარიომ მოულოდნელა მითხრა: “მზად იყავი, ღამე გავდივართ, არ ინერვიულო”
“მას უკვე მოდგმული ჰქონდა კიბე სასტუმროს კედელთან და ტაქსი მეორე მხარეს გველოდებოდა. 5 საათზე დავბრუნდით და მე-2 დღეს ვარჯიშზე უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებდი. შემდეგ გავიგე, რომ ეს რომარიომ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩემი ადგილი დაეკავებინა სასტარტოში” – განაცხადა რონალდომ.
რომარიო 1998 წელს ბრაზილიის ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდა, მხოლოდ რონალდო კი 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამარჯვებლად საკმარისი არ გამოდგა. 2002 ში კი კიჭამ ყველანაირად გაიბრწყინა და ფინალში გერმანიის ნაკრებს 2 გოლი შეუგდო.