ლევანდოვსკი: “დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია, ვიდრე “ოქროს ბურთი”
მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ინდივიდუალურ ჯილდოს თვლის ყველაზე ღირებულად.
“ბოლო პერიოდში ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსა და “ოქროს ბურთზე” ვფიქრობდი. დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია. “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ, კრიტერიუმები კი არ არის მკაფიო.
ფიფას ჯილდოს გამოკითხვაში ხმას ჟურნალისტებთან ერთად პროფესიონალები აძლევენ: ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები. მათ ობიექტურად შეუძლიათ ჩვენი თამაშის შეფასება, ვინაიდან თითოეული მატჩის, თითოეული რეკორდისა და თითოეული ტრავმის ფასი იციან. შესაძლოა, “ოქროს ბურთი” უფრო პრესტიჟულია, თუმცა ფიფას ჯილდო ზედიზედ მეორედ მივიღე, რაც ნამდვილად მეამაყება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს 33 წლის პოლონელმა ფორვარდმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, ის “ოქროს ბუცის” გამარჯვებულიც გახდა. “ოქროს ბურთი” მიჯრით მეორედ მიიღო “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.