რას აკეთებს “დინამო”? ქართული ფეხბურთის ღირსების საქმე
21 იანვარს თბილისის “დინამომ” განცხადება გაავრცელა, რომ ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებდა. სერბმა ფეხბურთელმა, კონტრაქტის მიუხედავად, გუნდი დატოვა და უზბეკურ “ნავბაჰორში” გადავიდა, სადაც უკეთესი ხელფასი შესთავაზეს.
“დინამომ” განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყო, თუმცა უკვე მე-3 ამხანაგური მატჩია მარუშიჩი “ნავბაჰორში” თამაშობს, თუ ყველაფერი ასე წავიდა, ზორანი უზბეკეთის ჩემპიონატსაც უპრობლემოდ დაიწყებს.
მაგალითად, ბოლოს ლუკა იმნაძის “აკჟაიკთან” გამოვიდა მოედანზე.
მარუშიჩმა “დინამოს” საპასუხოდ განაცხადა, რომ არავითარი კონტრაქტი არ დაურღვევია და იქ წავიდა, სადაც სურდა. ადვოკატები აყვანილი ჰყავს და ისინი ყველაფერს მოაგვარებენ. გარდა ამისა, დამცინავი ტონით, ეროვნულ ლიგაში ყველა ტიტული მომცეს, ერთი საუკეთესო მეკარედ არ დავუსახელებივარო და მისი ამ საქციელიდან გამომდინარე, ზორანისთვის შესაბამისი პასუხის გაცემა უკვე არამხოლოდ “დინამოს” საქმე, არამედ ქართული ფეხბურთის ღირსების საქმეც გახდა.