ილია თოფურიას დედა ევლოვს მიმართავს: “არასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ, შვილო”
ილია თოფურიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია მოვსარ ევლოევის განცხადებას ეხმაურება, სადაც ინგუშმა თოფურია ესპანელად მოიხსენია.
“ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. რატომ გადაწყვიტა, რომ ევროპაში დაიბადა. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველოარასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ შვილო.
“ილიას ერთ სიტყვას რომ,,პირველ რაუნდში მოგიგებდა, რამხელა რამ ააყოლე. გეპასუხა, მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო. მერე არგაჩერდი და კიდე აგრძელებ?არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ!“, – პასუხობს მოვსარს ილიას დედა.
ჯერჯერობით, ევლოევი – თოფურიას შეხვედრა არ შედგება, რადგან მოვსარი 5 ივნისს დენ იგეს დაუპირისპირება. ჩვენებურის მეტოქე ცნობილი არ არის.
(c) MMAGeorgia