ნოდარ სიმსივე: “ეს მამაძაღლები ასმაგს ითხოვენ კვარაში, ქარხანაში ათამაშებენ”
კომენტატორმა ნოდარ სიმსივემ “საგოლე გადაცემაში” კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
“ნიჭიერია კვარა, ნიჭიერება მისაბაძია, ჩანს კვარა. მის ყოველ ნაბიჯს გადიდებით უყურებენ და გამადიდებლებით აკვირდებიან. მითუმეტეს, რომ არაერთი წამყვანი გუნდი იყო დაინტერესებული. იმიტომ ვერ წავიდა, ეს მამაძაღლები ასმაგს ითხოვდნენ მაგაში. ეგ არის საწყენი. მაგას ვამბობ, ესენი ითხოვენ ისეთ თანხებს, არავის არ უღირდა. ახლა არის კარი ღია და მინდა რომ წავიდეს. არ იმსახურებს ამ ჩემპიონატში თამაშს. უკეთეს იმსახურებს. გამოდიან, წაგებას აბრალებენ, უხასიათოდ არისო. უხასიათოდ იქნება, ქარხანაში ათამაშებენ. რუსეთის ჩემპიონატი ჩვეულებრივი ქარხანაა, რაც არ უნდა შეფუთო, ყოველთვის ქარხანა იქნება. ნიჭიერი კაცია, სხვა ბიჭებიც, გაგნიძეც, დავითაშვილიშიც, მინდა, რომ მაგარ ჩემპიონატებში იყვნენ”, – განაცხადა კომენტატორმა.
FIFA-მ უკრაინაში და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მისცა 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა გუნდებში გადავიდნენ, მაგრამ 4 თვის გავლის შემდეგ კვლავ უკან უნდა დაბრუნდნენ.