რა ხდება ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო? – “მე მისი საფეხბურთო მამა ვარ”
4 ქართველი ფეხბურთელი – ლუკა წულუკიძე, ლუკა გაგნიძე, ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი რუსეთს ტოვებენ. ბექა და ილია მამუკა ჯუღელის დახმარებით იყვნენ “როტორში”.
მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის მიმართ, არის, რომლებიც “რუბინის” საკუთრებაში არიან. როგორც რუსულ სპორტულ მედიაში წერენ, რუსეთს მალე ძალიან ბევრი ლეგიონერი დატოვებს და მათ შორის, დიდი ალბათობაა, ხვიჩა კვარაცხელიაც იყოს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯუღელის მხრიდან მიდის მუშაობა ბიჭებმა რუსეთი დატოვონ და მამუკასაც სურს, სხვა საფეხბურთო ბაზარზე გადაერთოს, რადგან რუსეთში უკვე აღარანაირი პერსპექტივა აღარ ჩანს.
პირველი – აუცილებელია ფეხბურთელებისთვის ახალი გუნდი 7 აპრილამდე უნდა მოიძებნოს, თუნდაც ქართული. ამის შემდეგ კი ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა 30 ივნისს კვლავ დაბრუნება არ მოუწიათ. იქნებ, მანამდე FIFA-მაც გაამკაცროს რეგულაციები.
6 თვის წინ მამუკა აცხადებდა, რომ ხვიჩას “საფეხბურთო მამა” იყო და მას ოჯახისგან 100%-იანი ნდობა ჰქონდა.
საინტერესო იქნებოდა, კვარას ნახვა ინგლისში…