Nike “ჩელსისთან” 1 მილიარდიან კონტრაქტს წყვეტს
ლონდონის “ჩელსის” მფლობელისთვის, რომან აბრამოვიჩზე ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების გამო “ჩელსი” განსაკუთრებით ზარალდება.
“ჩელსი” ფუნქციონირებას სპეციალური ლიცენზიის ქვეშ განაგრძობს, არ შეუძლია ახალი ფეხბურთელების დამატება, კონტრაქტების გახანგრძლივება, მაისურის გაყიდვები და ა.შ.
Sun-ის ინფორმაციით, გუნდთან კონტრაქტს Nike-ც წყვეტს. 2016 წელს მხარეებს შორის 15 წლიან კონტრაქტი გაფორმდა, რაც ერთი მილიარდის მიღებას ითვალისწინებდა. “ჩელსი” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ 640 მილიონ ევროს კარგავს.
მანამდე, კიდევ ერთი სპონსორმა Three, რომლის ლოგოც მაისურზე იყო დატანილი, 48 მილიონიანი შეთანხმება გააუქმა.
BBC-მ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის მთავრობა აბრამოვიჩს უფლება მისცემდა კლუბი გაეყიდა, იმ შემთხვევაში თუ თანხას პირადად მილიარდერი არ მიიღებდა.