ჯოვინო ფლამარიონი ჯერ საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს
ბათუმის “დინამოს” ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ტექნიკური რეგულაციების გამო, გამოძახების შემთხვევაშიც, გარკვეული პერიოდი საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერ შეძლებს.
როგორც ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” აღნიშნა, Fifa-ს წესებით, ნაკრებში თამაშისთვის საჭიროა ფეხბურთელმა ქვეყანაში 5 წელი უწყვეტად იცხოვროს.
ჯოვინო 3 თვის განმავლობაში “როტორში” იყო წასული, რის გამოც, ჯერჯერობით, ვილი სანიოლის სურვილის შემთხვევაშიც, ფეხბურთელი თამაშს ვერ შეძლებს.
იაშვილის განცხადებით, მუშაობა ამაზე უკვე მიმდინარეობს და როგორც წიტაიშვილი-ვაჩიბერაძის შემთხვევაში იყო, ესაც მოგვარებადია. სანიოლი ჯოვინოსაც (4 გოლი და 1 ასისტი) და მის თანაგუნდელებსაც აქტიურად აკვირდება – ბათუმის “დინამოდან” ამ შეკრებაზე ჩაბრაძე, მამუჩაშვილი და კუპატაძეა გამოძახებული.
ბრაზილიელს ქართველი მეუღლე ჰყავს.