ბათუმის “დინამოს” გადაწყვეტილება და 2 მილიონ 200 ათასი ლარი კვარაცხელიასგან
ბათუმის “დინამო” ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებს და მათ შორის, გულშემატკივრის მხრიდან გაზრდილი ინტერესი იქნება.
ხვიჩას შეუძლია სტადიონზე 3-ჯერ მეტი გულშემატკივარი მიიყვანოს და ყოველ თამაშზე ანშლაგი იყოს. თან, ბათუმის სტადიონს დამსწრეები ისედაც არ აკლია.
პირობითად, თუ საშინაო მატჩებზე 20 ათას კაციანი არენა შეივსება და ბილეთები 5, 10 და 15 ლარიანები იქნება, “დინამო” დაახლოებით, ყოველ თამაშზე 150 – 160 ათასი ლარის მიღებას შეძლებს და მსგავსი თანხა საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე უპრეცედენტო იქნება.
საუბარი მაქვს მხოლოდ ეროვნულ ლიგაზე, სადაც 15 სახლის შეხვედრია დარჩენილი და შესაძლებელია, 2 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარის მიღება. ასევე, ძალიან ბევრს მოუნდება მისი მაისურის შეძენა და ეს დამატებითი ბენეფიტია.
გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, ხვიჩას ხელფასს სრულიად ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმი გადაუხდის. საერთოდ, ხშირია, როცა იჯარის პერიოდში ხელფასს ორივე გუნდი ინაწილებს ხოლმე.
შენიშვნა: რა თქმა უნდა, ზუსტი თანხის მითითება შეუძლებელია, თუმცა ძალიან ცუდ შემთხვევაშიც, 2 მილიონზეც ნაკლები მაინც არ უნდა იყოს.