“ქართველ ფეხბურთელებზე და მათ ოჯახებზე ზეწოლა იყო”
“ურალის” პრეზიდენტმა გრიგორი ივანოვმა ქართველი ფეხბურთელების, ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, ივანოვს გაგნიძის ახალი ნავსაყუდელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდა.
“დიახ, მათ FIFA-ს რეგულაციით ისარგებლეს და გუნდი დატოვეს, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ფეხბურთელებზე და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლა იყო. ეს სწორია? კარგია, რომ ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოძებნა, მაგრამ ორივე ლუკა კვლავ უკლუბოდაა. არადა, გაგნიძემ ადაპტაცია გაიარა, გუნდს კარგად შეეწყო და ბოლოს დაგვტოვა. ახალგაზრდა მოთამაშისთვის მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის და პრაქტიკაც საჭიროა” – აცხადებს ივანოვი.
გაგნიძე კარიერას პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, “რაკუვში” აგრძელებს. წულუკიძე, შესაძლოა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.