ბათუმის “დინამო”: არჩილ ბერიძემ თავისი სიტყვა შეასრულა!
ბათუმის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია პირველად მოხვდა და “დინამომ” 0-3 გაიმარჯვა.
ხვიჩა მოედანზე 87-ე წუთამდე იყო და რამდენიმე ლამაზი მომენტი შემოგვთაზა. ამასთანავე, მოედანი, რბილად, რომ ვთქვათ, საუკეთესო კონდიციებში ნამდვილად არ იყო.
კვარაცხელიას დამატებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი იმ მოედნებზე, სადაც კარგი საფარი არ იქნებოდა, არ ითამაშებდა და ეს კონტრაქტშიც იყო ჩაწერილი, რაც არჩილ ბერიძემ 1 კვირის წინ უარყო.
“ეგეთი რამე გამორიცხულია და ამას ვნახავთ ყველა. ხვიჩა კვარაცხელია არის ტოპ ფეხბურთელი, თუმცა ამავდროულად “დინამოს” რიგითი წევრი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამას დავინახავთ. გეგუჩაძე ის სპეციალისტი არ არის, ვიღაცას რაღაცა…”, – განაცხადა ბერიძემ.
ხვიჩა ბათუმის სრულფასოვანი წევრია და ის ყველგან იქნება, სადაც გუნდს დასჭირდება.