“ვალენსია” გიორგი მამარდაშვილს 50 მილიონად შეაფასებს
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” მე-2 გუნდის მეკარედ მივიდა და დღეს კლუბის შეუცვლელი წევრი და გამორჩეული ფეხბურთელია.
ხელმძღვანელობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა მის გამოსყიდვაზე და ბოლოს ახალი წლის ბოლოს მიიღეს გადაწყვეტილება. “დინამოს” ჯერ 500 ათასი ევრო გადაუხადეს, ივლისში კი დამატებით 500 ათას ევროს მისცემენ.
ქართველმა თავისი თამაშით პრაქტიკულად ნათელი გახადა, თუ ვინ დაიცავს 23 აპრილს “ვალენსიას” კარს ესპანეთის თასის ფინალში. გასულ ტურში მისი ერთ-ერთი სეივი “რაიოსთან” საუკეთესო სეივად აღიარეს.
გარდა ამისა, მიმდინარე კონტრაქტით, 2022/23 წლებში მამარდას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევრო იქნება და 2024/25 წლების სეზონში 30 მილიონს მიაღწევს, თუმცა “ღამურების” ხელმძღვანელობა განიხილავს გიორგის გაუმჯობესებული ხელშეკრულება შესთავაზოს და გამოსასყიდი თანხა 50 მილიონამდე აწიოს.
მამარდას ხელფასი დაახლოებით 1 მილიონი ევროა და “ვალენსია” ამის აწევასაც აპირებს.