“ვალენსია” მამარდაშვილს 100 მილიონად შეაფასებს?
გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა, “ლევანტესთან” მატჩის მეფედ დაასახელეს, საოცარი იყო კოპა დელ რეის ფინალშიც, ფანებს ის მომავალი 10 წელი გუნდის ძირითად მეკარედ მიაჩნიათ, თუმცა შიშობენ, რომ “ღამურები” მის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.
მამარდათი უკვე ლიგა 1-ის და პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებულნი და მისი გამოსასყიდი თანხა, ჯერჯერობით, საკმაოდ დაბალი, 20 მილიონი ევროა და 50 მილიონამდე მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ავა. არადა, “ვალენსიას” მე-3 მეკარის, ხაუმე დომენეკის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონია.
გარდა ამისა, ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით, გადაწყვეტილია იასპერ სილესენის გაყიდვა და მოსალოდნელია, “ალკორკონში” განათხოვრებული კრისტიან რივერო დაბრუნდეს, მე-2 ან მე-3 მეკარედ.
ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ხელმძღვანელობა აპირებს მამარდაშვილთან გაუმჯობესებელი კონტრაქტი გააფორმოს, მას ხელფასიც მოუმატოს, რომელიც დღეს მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და გამოსასყიდი თანხა მიმდინარე წლისთანავე, 50 მილიონი იყოს. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში 100 მილიონიც კი გახდეს, თუმცა დაზუსტებული არ არის.
1 კვირის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ესპანური კლუბის ყიდვა რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს სურდა, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი თურქული გუნდი შეიძინა. საუბარი 500 მილიონ ევროზეა.
ვინც არ უნდა მოვიდეს, გულშემატკივრებისთვის ქართველი მთავარი ფავორიტია და განსაკუთრებით აფასებენ მამარდაშვილის განვლივ გზასა და განვითარებას.