ლევან კობიაშვილი: “ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე უხდება ფეხბურთს”
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა “დინამოების” მატჩის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“განვლილი ტურების მანძილზე, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი ლიგის მასშტაბით სტადიონზე მოსულ თითოეულ ქომაგს, მსგავსი ატმოსფერო და დამოკიდებულება არის, ის რაც დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ თქვენი მხარდაჭერა ქმნის იმ დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, რაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს. დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე ძალიან უხდება ქართულ სტადიონებს და ზოგადად ჩვენ ჩემპიონატს.
კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ ქალაქში, საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან ამხნევებს” – კობი.
შეხვედრა 0-0 დასრულდა, თუმცა გულშემატკივარმა დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა.