ვინ ჩაიბარებს “ტორპედოს”? კერესელიძე 3 კანდიდატს განიხილავს
ქუთაისის “ტორპედოს” 12 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში 11 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-8 ადგილზე იმყოფება.
გუნდი 2 ტურის წინ გია ცეცაძემ დატოვა, ასისტენტ ბაბუნაშვილს დისკვალიფიკაცია აქვს და “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე დარჩა, რომლის ხელმძღვანელობით, ჯერ “დილასთან”, შემდეგ “საბურთალოსთან” წააგეს.
“ტორპედოს” მფლობელი დავით კერესელიძე 3 კანდიდატურას განიხილავს – კახა კაჭარავას, გია ჭიაბრიშვილს და კახა გოგიჩაიშვილს.
ნაკლებად სავარაუდოა, კლუბი კახა ჩხეტიანს დაუკავშირდეს და მას შესთავაზოს დაბრუნება, თუმცა გამორიცხული მაინც არაფერია. შესაძლოა, ჩხეტიანის დაბრუნებით კერესელიძე გულშემატკივრის გულის მოგებას შეეცადოს.
საუბარი იყო უცხოელი, უკრაინელი მენტორის ჩამოყვანაზეც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთათურებს მატჩების ჩატარება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დისკვალიფიკაციის გამო მაყურებლის გარეშე უწევთ.