რატომ არ მიჰყავს შოთა არველაძეს ქართველი ფეხბურთელები?
კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთო ებრალიძის მიწვევას აპირებს.
ქეცბაიას მსგავსი ტრადიცია დიდი ხანია აქვს და სადაც არის, ყოველთვის ცდილობს ქართველი ფეხბურთელები მიიყვანოს. ოქრი, ლორია, დაუშვილი, ანანიძე და სხვები.
სრულიად საპირისპირო სიტუაცია არის შოთა არველაძის შემთხვევაში. შოთამ ბოლოს ლაშა დვალი “ქასიმფაშაში” გადაიყვანა და 2015 წლიდან მოყოლებული “ტრაბზონს”, “მაქაბისა და “ფახთაქორს” წვრთნიდა, თუმცა ქართველი მოთამაშეების გარეშე. “ჰალ სიტიში” გადასვლის შემდეგ კვარაცხელიაზე მცირე კომენტარი ჰქონდა, თუმცა ყველასთვის ნათელი იყო, რომ ხვიჩას ტრანსფერი “ჰალიში” არცერთ სიტუაციაში არ შედგებოდა.
“მაქაბიში” ყოფნის დროს ნათქვამი აქვს, რომ ფეხბურთელების სელექციის დროს კონკრეტულ რეგიონს ან ქვეყანას არ ირჩევს და ფინანსების მიხედვით მოქმედებს.
“ფახთაქორში” სამი წელი გაატარა, საშუალება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არავინ წაუყვანია.
ნაკლებად სავარაუდოა, “ჰალ სიტიშიც” რომელიმე ქართველი გადავიდეს.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მთვარი მიზეზი?