მარტინ შკრტელი კარიერას ასრულებს
სლოვაკეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი 37 წლის ასაკში მოთამაშის კარიერას ასრულებს.
“ჩემი ოცწლიანი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ზურგის პრობლემები თამაშის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე. მადლობას ვუხდი ჩემს ყველა კლუბს, ყველა მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და ქომაგებს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა და გვერდით მედგა”, – დაწერა შკრტელმა სოციალურ ქსელში.
მარტინ შკრტელი კარიერის განმავლობაში სლოვაკური “ტრენჩინის”, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის”, “ლივერპულის”, “ფენერბაჰჩეს”, ბერგამოს “ატალანატასა” და “ისთანბულ ბაშაქშეჯირის” ღირსებას იცავდა. ის დღესდღეობით ტრნავას “სპარტაკში” თამაშობს. 21 მაისს სლოვაკეთის ჩემპიონატში გასამართი მატჩი ფეხბურთელის პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი იქნება.