გვარდიოლა: “პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა შეადარა და აღნიშნა, რომ ინგლისის პირველობის მოგება უფრო რთულია.
“პრემიერლიგაში გამარჯვება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ტურნირი მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, ბევრი მატჩია, ტრავმები, სხვადასხვა სიტუაციები… ეს ერთი შეხვედრა არ არის, როგორც ინგლისის თასზე. აქ აწყობილი გუნდი უნდა გყავდეს.
არ ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი არ არის. პარიზში მომდევნო კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება გვინდოდა. სხვადასხვა რამ გახლავთ 38 მატჩის მოგება და ექვს-შვიდ შეხვედრაში გამარჯვება. სასიამოვნოა, რომ პრემიერლიგის მოგებასთან ასე ახლოს ვართ”, – გვარდიოლას კომენტარს “ბიბისი” აქვყნებს.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას თავკაცობით “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს, სამაგიეროდ სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და წელს ტურნირის მეოთხედ მოგებასთან ძალზედ ახლოს არის.