5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც “დინამოს” ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებოდნენ!
ბათუმის “დინამოს” ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ დაეხმარება.
მიუხედავად “დინამოს” საკმაოდ სოლიდური შემადგენლობისა, გუნდს გაძლიერება ნამდვილად სჭირდება, რათა ლიგაზე ღირსეულად წარსდგეს. წარმოგიდგენთ 5 ქართველს, რომლებიც ბათუმს ევროტურნირებზე გამოადგებოდნენ.
ლაშა შინდაგორიძე “საბურთალოდან” რამდენიმე დღის წინ წამოვიდა. ლაშას ყუმბარისებული დარტყმა აქვს და მატჩის გადაწყვეტა სრულიად მარტოს შეუძლია.
“დინამოს” მთავარი პრობლემა დღეს ცენტრალური დაცვაა. საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა უნგრული “ფერენცვაროში” დატოვა და ჯერჯერობით, უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. დვალი “დინამოს” დაცვისთვის ძალიან დიდი ძალა იქნებოდა.
ვაგნერ გონსალვეში გორის “დილას” ღირსებას იცავს, მაგრამ უკვე ეძებს კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტებს. კარგად გამოჩნდა გასულ თამაშებში, რომ ის მართლაც მაღალი დონის ლეგიონერია. ვაგნერს ბათუმში ერთხელ უკვე უთამაშია
თორნიკე ოქრიაშვილმა “აპოელი” დღეს დატოვა და უკვე გაისმა ხმები მისი ბათუმში ჩამოსვლის შესახებ. ოქრი იმ მცირე ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და საერთოდ არაა გამორიცხული საქართველოში ჩამოვიდეს. თან, “დინამოს” ხვიჩას სახელფასო ბიუჯეტი გაუთავისუფლდება, რაც, შეიძლება, ოქრიაშვილისთვის გამოიყენოს.
და გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთია, ვისაც ხვიჩა კვარაცხელიას სრულად შეცვლა შეუძლია. ჩაკვე 3 კვირის განმავლობაში აქტიურად ვარჯიშობდა ნაკრებში და მეტ-ნაკლებად, ფორმაშიც არის. მას ბელგიაში დაბრუნება არ სურს და “გენტი” განათხოვრებას აპირებს.
“დინამო” პირველ ეტაპზე სლოვაკურ “სლოვანს” დაუპირისპირდება.