ტატო ბაციკაძე: “სხვანაირად გამორიცხულია მოხდეს”
კომენტატორმა ტატო ბაციკაძემ ბათუმის “დინამოს” “სლოვანთან” 1-2 წაგების შემდგომ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.
“ძალიან საწყენია. მეტი რა უნდა თქვა არ ვიცი. ბათუმის დინამოს ძალიან არ გაუმართლა. ჯერ რომ “სლოვანი” შეხვდა, მერე თამაშშიც მეტოქეზე უკეთესი იყო და ორი სულელური გოლის გამო წააგო. ახლა კიდევ კონფერენს ლიგაზე საკმაოდ ძლიერ “ლეხს” უნდა შეხვდეს, რომელიც პოლონეთის ჩემპიონია…
არაუშავს, სპორტია და უარესებიც ხდება… მთავარია, რომ გუნდი ძალიან კარგია და კლუბშიც ძალიან სწორად მუშაობენ.
ბათუმის ”დინამო” განვითარების სწორ გზაზეა, რომელსაც არ უნდა გადაუხვიოს. არ გამოვა წელს? არაუშავს. მთავარია პროცესი… და ეგ პროცესი საბოლოოდ მიიყვანს გუნდს წარმატებამდე – სხვანაირად გამორიცხულია მოხდეს.
უმაგრესი ქალაქი, ლამაზი სტადიონი, ძალიან მაგარი გულშემატკივარი და სწორად მომუშავე ხელმძღვანელობა – შანსი არაა “დინამო” რომელიმე ევროტურნირის ჯგუფში ვერ მოხვდეს. წელს ვერ, მომავალ წელს. ვერც მომავალ წელს? არაუშავს, შემდეგ წელს მოხვდება. “ზალცბურგი” ზედიზედ 10 წელი აგებდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ბოლოს მაინც გავიდა ჯგუფში. მთავარი არის პროცესი და საქმე, რომელსაც სწორად აკეთებ. ბათუმში სწორად მუშაობენ და ეგრევე უნდა გააგრძელონ” – დაწერა ბაციკაძემ.
“დინამოს” კონფერენს ლიგაზე პოლონეთის ჩემპიონი “ლეხი” შეხვდება.