თბილისის “დინამოში” ცვლილებებია – რა ხდება გუნდში?
თბილისის “დინამოში”, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა დაანონსა, გარკვეული ცვლილებები მოხდა.
“დინამოდან” ლეგიონერები, საიმონ ბენიო და ანდრეს პრიეტო წავიდნენ.
1 კვირის შუალედში კლუბი გიორგი პაპავამ (უზბეკეთი) და ლევან ხარაბაძემ (პაფოსი) დატოვეს. მას მოჰყვა გიორგი მოისწრაფიშვილის “დინამო 2-ში” გადაყვანა დისციპლინის პრობლემების გამო.
ხარაბაძე და პაპავა “დინამოს” ერთ-ერთ ყველაზე ძველ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, შესაბამისად, კაპიტნების სტატუსითაც, მაგრამ ორივემ მათგანმა წასვლა არჩია.
ჯერჯერობით, კლუბი ახალი მოთამაშეების დამატებას არ აპირებს და ჭიაბრიშვილს სურს აქცენტი “დინამო 2”-ის გამორჩეულ ფეხბურთელებზე გააკეთოს. “დინამო 2” მე-3 ლიგის ლიდერია და დიდი ალბათობით, მე-2 ლიგაში დაწინაურდება. გარდა ამისა, ისინი, ვისაც დისციპლინარული პრობლემები ჰქონდა (ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი), ჭიას ფორმაციაში ადგილს ვერ ნახავენ.
ჯერჯერობით, არ ვრცელდება რაიმე ზუსტი ინფორმაცია, თუ ვის სურს 25-30 მილიონი ლარის გადახდა ფიფიასთვის ან თუ არის ვინმე მსგავსი.
ხვალ 17:00 საათზე “დინამო” საქართველოს თასზე “სამტრედიას” დაუპირისპირდება.
ფოტო: Dinamo Tbilisi