კვარაცხელია – 25 მილიონი, მამარდაშვილი – 20, მიქაუტაძე – 5
ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები ევროპულ ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნადები არიან.
ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიული “ვოლფსბერგერიდან” სერია A-ს დებიუტანტმა “კრემონეზემ” 1.6 მილიონ ევროდ იყიდა. ამავდროულად, ნაკრების სხვა ფეხბურთელები კიდევ უფრო ძვირად ფასობენ.
მართალია, “ნაპოლიმ” ხვიჩაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ Daily Mail-ის შეფასებით, ქართველი პირველი მატჩის შემდეგ უკვე მინიმუმ 25 მილიონად ფასობს.
“ვალენსიას” მხოლოდ 800 ათასი ევრო დაუჯა გიორგი მამარდაშვილის დამატება. The Sun-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ხეას დუბლიორს ეძებს და მზად არის მამარდაში 20 მილიონი ევრო გაიღოს.
ჟორჟ მიქაუტაძე Transfermartk-ზე 2.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მაგრამ ლიგა 2-ში რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ, მისი ტრანსფერი ინგლისურ და თურქულ კლუბებს შესთავაზეს და თამასა კიდევ უფრო გაზრდილია.
არ უნდა გამოგვრჩეს ზურიკო დავითაშვილიც, რომელიც, შესაძლოა, ლიგა 1-ში წავიდეს.