“გთხოვთ, ეს შეკითხვა აღარ დამისვათ, ჩვენ ძმები ვართ!” – მერაბ დვალიშვილი გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)
21 აგვისტოს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ, მერაბს ჰკითხეს დაუპირისპირდებოდა თუ არა ის ქამრისათვის საკუთარ თანაგუნდელს, მოქმედ ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგს. დვალიშვილის პასუხი კი ასეთი იყო:
“ეს საოცარი ბიჭი, სვანი კაცი, ჩემი ძმა ალჯამეინ სტერლინგი – სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა აქ ვდგავარ. მახსოვს, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა აშშ-ში ჩამოვედი, ინგლისურიც კი არ ვიცოდი. პირველი წლის განმავლობაში დარბაზს ვეძებდი. მალე აღმოვაჩინე ჩემი გუნდი და ალჯამეინ სტერლინგთან ერთად ვარჯიში დავიწყე.
ჩვენ ერთად ვვარჯიშობდით და მან გამხადა ის, რაც ახლა ვარ. დიახ, ეს გამარჯვებების სერია ალჯოს დამსახურებით მაქვს. გთხოვთ, აღარ დამისვათ ეს შეკითხვა, ჩვენ ერთმანეთთან არ ვიჩხუბებთ, ძმები ვართ”, – განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
"We are not fighting, we are brothers." Merab Dvalishvili on Aljamain Sterling. #UFC278 pic.twitter.com/FsxOSlFtYZ
— Just Another UFC Fan. (@thingsufc1) August 21, 2022