“ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმში ხელფასს ჯუღელი უხდიდა” – რამდენი მიიღო “დინამომ” “ნაპოლისგან”?
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ და გენერალურმა დირექტორმა ასლან ბალაძემ Sports.ru-თან გუნდზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთეს.
“შევდივარ თუ 20 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის? შეიძლება, 100-ეულშიც არ ვიყო. მე უბრალოდ, ბათუმელი ვარ, ვისაც უყვარს ეს ქალაქი და ეს გუნდი. მილიონერობაზე პრეტენზია არ მაქვს” – განაცხადა ბერიძემ.
ბალაძის ინფორმაციით, “დინამოს” ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს უტოლდება. თბილისის “დინამოს” 7 აქვს, გორის “დილას” 3, “საბურთალოს” 2, ხოლო, “ლოკომოტივს” 2.5 მილიონი ჰქონდა. დანარჩენებს 1 – 1.5. შესაბამისად, მოთამაშეთა ჰონორარებიც მსგავსად ნაწილდება.
“გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც 10 ათას დოლარს ვუხდით, მაგრამ ძირითადი ხელფასი, 2-3 ათასი დოლარია. ეს საქართველოს დონეზე დიდი თანხაა.”
ასლან ბალაძე ზუსტად არ პასუხობს, თუ რამდენი ჰქონდა ხვიჩას ბათუმში ან რამდენს მიიღებს კლუბი “ნაპოლისგან”.
“ყველაფერი მამუკაზეა. საერთოდ ყველაფერი იცის მამუკამ. ერთი, მისი კონტრაქტი 2 წლიანი იყო, ხოლო, “ნაპოლისგან” სიმბოლურ ბონუსს მივიღებთ. ჩვენ “რუბინის” არაფერი გვმართებს. ხვიჩა გადავიდა, როგორ თავისუფალი აგენტი, ხოლო, კონტრაქტის შესახებ საუბრები მხოლოდ ჯუღელს. მან იცის ყველაფერი, მე არაფერი ვიცი”
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ხელფასს ჯუღელი უხდიდა.
“ხვიჩას ერთი წელი რომც არ ეთამაშა, მას ხელფასს ჯუღელი გადაუხდიდა. ყველას ძალიან უყვარს მამუკა” – ბალაძე.
თავის მხრივ, არც არჩილ ბერიძე ასახელებს კონტრაქტის დეტალებს და აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
“ყველაფერი ხელშეკრულებაში არის გაწერილი, მეტს ვერაფერს ვიტყვი. კვარაცხელია თავისუფალი აგენტის სტატუსით არ გადავიდა, ჩვენგან წავიდა “ნაპოლიში”.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლიმ” კვარაში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. როგორ გადანაწილდა ეს თანხა, როგორც ჩანს, მხოლოდ მამუკა ჯუღელმა იცის.