AreaNapoli: “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ძმის დამატებაზე ფიქრობს
ცნობილი ნეაპოლური გამოცემა AreaNapoli.it ხვიჩა კვარაცხელიას ძმაზე წერს.
“ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ ფეხბურთზე ფენომენალური გავლენა ჰქონდა და ახლა ყველა მისით არის გაგიჟებული, “ნაპოლი” ახალგაზრდა ვარსკვლავით სიამოვნებას იღებს. როგორც Gazzeta dello Sport აღნიშნავს, ხვიჩა საფეხბურთო ოჯახში გაიზარდა. მამა ფეხბურთელი, დედა ფეხბურთის მოყვარული, ასევე, ფეხბურთის კარგი მცოდნე კვარას უფროსი ძმა და გამოსარჩევია, უმცროსი ძმა თორნიკე.
როცა ხვიჩა იტალიაში წავიდა, თორნიკემ მას ასე უთხრა: “შენ ბევრს მიაღწევ, მაგრამ მე შენზე უფრო ძლიერი გავხდები”. ხვიჩა გადაეხვია მას და დაპირდა, რომ იტალიაში მალე წაიყვანდა.
როგორც ვიცით, აურელიო დე ლაურენტისი და კრისტიანო ჯუნტოლი ამ ყველაფერზე უკვე ფიქრობენ. არამგონია, მათ კიდევ ერთი მარგალიტი ხელიდან გაუშვან” – წერს AreaNapoli.
ხვიჩას ძმამ, 12 წლის თორნიკემ “ავაზას აკადემიაში” დაიწყო ვარჯიში, შემდეგ კი თბილისის “დინამოს” აკადემიაში გააგრძელა.