ხოან ლაპორტა მამარდაშვილის სანაცვლოდ შეთავაზებას ამზადებს
ესპანური პრესა აქტიურად წერს, რომ კატალონიის “ბარსელონა” გერმანელი გოლკიპერის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელს ეძებს და მთავარ კანდიდატად გიორგი მამარდაშვილი სახელდება.
მას შემდეგ რაც, “ბარსელონამ” ხოსე გაიას ან კარლო სოლერის დამატება ვერ შეძლო, ხოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ მამარდაშვილის შეძენა გაცილებით უფრო ადვილი იქნება.
ლაპორტა “ვალენსიას” გიორგის სანაცვლოდ 18-19 მილიონ ევროს შესთავაზებს და მაშინ, როცა “ვალენსიას” ქართველში 1 მილიონიც არ აქვს გადახდილი, ამ შეთავაზებას მარტივად დათანხმდება.
Cadena ser-ის ინფორმაციით, ჩავი და პრეზიდენტი სხვადასხვა კანდიდატურას განიხილავდნენ და მათ შორის, მამარდაშვილი აირჩიეს.
მამარდას ხელფასი სხვა თანაგუნდელებთან შედარებით გაცილებით ნაკლები აქვს და ბონუსების გარეშე წელს 350 ათას ევროს მიიღებს.
მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის გრანდებიც (სიტი, იუნაიტედი, ტოტენჰემი) იჩენენ.