სპალეტი: “ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაგარი კაცი და ფეხბურთელია”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და კაპიტანმა დი ლორენცომ “ლივერპულთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრეს.
“კვარა ბევრჯერ შევცვალეთ? ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კონდიციებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა 5 ცვლილების საშუალება გაქვს, ხანდახან, შეგიძლია საუკეთესოებიც შეცვალო. ის ჩემთვის იდეალურ ფორმაშია, თუმცა “ნაპოლის” სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს და ყველა იმსახურებს შანსს. ჩვენ ბედნიერები ვართ ამ ბიჭით. ხვიჩა ძალიან მაგარი კაცი, ადამიანი და ფეხბურთელია” – განაცხადა სპალეტიმ.
“როცა კვარაცხელია ჩვენთან გადმოვიდა, მაშინვე მივწერე მესიჯი და ვუთხარი, რომ ველოდებოდით გუნდში. ახლა ის ყველას ყურადღების ცენტრშია და იმედია, “ლივერპულთანაც” კარგად ითამაშებს” – დი ლორენცო.
ხვალ “ნეაპოლი” “ლივერპულს” 23:00 საათზე დაუპირისპირდება.