ფრანჩესკო ტოტი: “ცოლმა სხვა კაცთან მიღალატა”
ივლისში ფრანჩესკო ტოტი და ილარი ბლაზი ერთმანეთს დაშორდნენ. გავრცელდა ჭორები, რომ ტოტიმ ცოლს სხვა ქალთან უღალატა, თუმცა “რომას” ლეგენდა უარყოფს და პირიქით, ილარის ადანაშაულებს ღალატში.
“მე შევეცადე ქორწინება გადამერჩინა, თუმცა დღეს ვხვდები, რომ დაშორება სჯობდა. სექტემბერში ჩემთან ხმები მოდიოდა, რომ ილარის ვიღაც ჰყავდა. 20 წლის განმავლობაში მისი ტელეფონი არასდროს შემიმოწმებია, მაგრამ ერთ დღესაც ვნახე და ვიღაცა წერდა, რომ სასტუმროში ნახავდა.”
“დეპრესია მქონდა, ვერ ვიძინებდი, აზარტულ თამაშებზე ვიყავი დამოკიდებული, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ამ დროს ჩემი მეუღლე ჩემ გვერდით არ იყო.”
“მე გავაგრძელებ ილარისთან ერთად ჩვენი შვილების აღზრდას” – განაცხადა ტოტიმ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ილარიმ ფეხბურთელს კრისტიანო ლოვინოსთან უღალატა, რომელიც ტოტის პერსონალური მწვრთნელი იყო.