სანიოლის პირველი იძულებითი ცვლილება – ნაკრებს ტაბიძე გამოაკლდა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.
ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით გამართავს. რამდენიმე ლეგიონერი ნაკრების საწვრთნელ შეკრებას 20 სექტემბრიდან შეუერთდება.
მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ პირველად შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. დინამო თბილისის წევრმა ჯიმი ტაბიძემ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სათამაშო ეპიზოდში შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ჯიმი ტაბიძეს საქართველოს ნაკრების განაცხადში ბათუმის დინამოს წევრი გრიგოლ ჩაბრაძე შეცვლის.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გრიგოლ ჩაბრაძე („დინამო“, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სამხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი)