რუსეთის ნაკრები: “საზონოვის საქციელი სრულიად მიუღებელია”
რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილებას საქართველოს ნაკრებში გამოსვლაზე მიუღებელი უწოდა.
“საბა საზონოვი გასულ კვირას “დინამოს” სხვა ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვიძახეთ. პრემიერ ლიგის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი ყველა მოთამაშეს ნოვოგორსკის ბაზაზე ელოდებოდა. ყველა ჩამოვიდა, მის გარდა.”
“ორშაბათს საზონოვმა მენეჯერს აცნობა, რომ ის არ მოდიოდა. ჩვენ არ გვსურს შევაფასოთ პირადი გადაწყვეტილება, მაგრამ მისი საქციელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის ნაკრებთან ურთიერთობას და სრულიად მიუღებელია” – განაცხადა გალაკტიონოვმა.
შეგახსენებთ, რომ დედით ქართველმა საბა საზონოვმა რუსეთის ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა და საქართველოს ნაკრები არჩია. საბა ლუკა გაგნიძესთან ერთად საქართველოს 21-წლამდე გუნდშია გამოძახებული.