დავით წიკლაური: “სოსო გიორგაძემ გამოიწია ჩემკენ და საკადრისი პასუხი მიიღო”
კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს. წულუკიანმა წიკლაური მასზე დარტყმის მცდელობაში დაადანაშაულა
“ის, რაც გვაკადრა და პირადად მაკადრა მე, იმაზე გავეცი საკადრისი პასუხი, რაც ვერ მოითმინა და 4 თვის შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი. სოსოს გიორგაძემ (მინისტრის ყოფილი მოადგილე) გამოიწია ჩემკენ, მანაც მიიღო საკადრისი პასუხი. ხელი არ დამირტყამს არავისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელი დამერტყა იქ ვინმესთვის ან მეძალადა, ახლა მე გარეთ ვიქნებოდი?” – განუცხადა წიკლაურმა “ტვ პირველს”.
“როცა მოხდა გაუგებრობა ჩვენ შორის. შევთავაზე, რომ გადავდგებოდი და არჩევნები თავიდან ჩატარებულიყო ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ფედერაციისა და სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, რაზეც მივიღე, რომ “გადადგეს და მერე მე მივხედავ ყველაფერს”-ო. არც დაკავებას გამოვრიცხავ”.
კრივის ფედერაციას რამდენიმე თვეა დაფინანსებაც შეჩერებული აქვს.